1.პროექტის სახელი: ჩვენ და ნატო
2.მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილენი იკვლევენ ნატო–ს შექმნის ისტორიას. სწავლობენ თუ რა მიზანს ემსახურებოდა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შექმნა და ასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებებს,რამდენად ხელსაყრელია საქართველოს გაწევრიანება ნატოში.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილეები გაეცნობიან ნატოს შექმნის ისტორიას. რომელი სახელმწიფო იყო მისი ინიციატორი. რას ნიშნავს ნატო. მუშაობენ მეტი ინფორმაციის მისაღებად. ასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებებს. აფასებენ ნატოში გადადგმულ ნაბიჯებს და აქტიურად ერთვიან დისკუსიაში. მონაწილეები გაეცნობიან რომელი ქვეყნები შედის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.ორგანიზაციის შეთანხმების თანახმად, მასში შემავალი ქვეყნები რას ისახავენ მიზნად. ეცნობიან საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან მოვლენების ქრონოლოგიას. ეცნობიან საინფორმაციო ცნობას საქართველო–ნატო–ს ურთიერთობების შესახებ. აწყობენ დისკუსიას–"საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები"
4.მონაწილეთა ასაკი: 13–14
5.ვადები: ორი კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივიბები:კვლევა, დისკუსია, ინფორმაციის მოპოვება და წყაროებზე მუშაობა.
7.სასარგებლო სხვებისთვის: თავიანთ თანატოლებს, უმცროსებს გააცნობენთავიანთ ნამუშევარს. კერძოდ, რა არის ნატო და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის– ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს.
8. სამუშაო ენა: ქართული.
9. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს ისტორიაში, პოლიტიკურ გეოგრაფიაში.
10. მოსწავლეები სხვა სკოლიდან: არ არის.
11. პროექტის ავტორი: ვენერა სიხარულიძე.
12.ელ. ფოსტა: venerasixarulidze@gmail.com
No comments:
Post a Comment